გზავნილი მოსკოვიდან - კრემლი "ოცნებისგან" ნაბიჯებს ელოდება
რუსეთი "ოცნების" ხელისუფლებისგან ნაბიჯებს ელოდება - მარია ზახაროვას პირით ოკუპანტი ქვეყანა მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერს კითხვა პრორუსმა ნიკოლოზ მჟავანაძემ დაუსვა.
ზახაროვა თავის განცხადებაში, ცდილობდა დაემტკიცებინა, თითქოს საქართველოში რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარების მსურველი მოქალაქეების რაოდენობა იზრდება - არადა, საქართველოს კონსტიტუცია მოქალაქეთა უმრავლესობის ნებას ასახავს - ხალხს ევროინტეგრაცია უნდა.
ცინიკური განცხადება ოპოზიციისთვის დასტურია, რომ ერთის მხრივ, რუსეთი ცდილობს ნიადაგი მოსინჯოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების და მეორეს მხრივ საქართველოსგან მიიღოს უფრო მეტი ეკონომიკური სარგებელი.