სააკაშვილი ამბობს, რომ მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ - ლომჯარიამ ციხე დატოვა

09.11.21 00:04
სააკაშვილი ამბობს, რომ  მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ - ლომჯარიამ ციხე დატოვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა  მოატყუა,  უთხრეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ - ინფორმაცია მედიას სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, გლდანის ციხესთან მიაწოდა. 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას უთხრეს, რომ შედგა კონსილიუმი და კონსილიუმმა დაგაწყვიტა, რომ ის უნდა გადაეყვანათ მულტიფუნქციურ კლინიკაში. მისი განცხადებით, მან იცოდა, რომ ის უნდა გადაეყვანათ სამოქალაქო კლინიკაში, შესაბამისად, საკუთარი ნებით დასთანხმდა აღნიშნულს.

მისი განცხადებით, მან იცოდა, რომ ის გადადიოდა სამოქალაქო კლინიკაში, ამიტომ დაემშვიდობა იქაურ ექიმებს, რასაც ის ექიმებიც ადასტურებენ. თქვა, რომ სურდა კონსილიუმთან შეხვედრა და ელოდებოდა 15:00 საათზე შეხვედრას, თუმცა, უარი უთხრეს ამაზე.",-თქვა ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები N12-ე დაწესებულებაშიც იმყოფებოდნენ,  თუმცა იქ რაიმე ოფიციალური დოკუმენტი ვერ ნახეს, რომლითაც დასტურდება, რომ სააკაშვილი ინფორმირებული იყო  N18-ე დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით.

სააკაშვილი ამბობს, რომ მან ზეპირად იცოდა, რომ გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში და მას შემდეგ, რაც ის შემოიყვანეს გლდანის ციხის ტერიტორიაზე, მან თქვა, რომ მას არ სურდა გადმოსვლა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანიდან. მისი თქმით, ის ძალის გამოყენებით შეიყვანეს N18-ე დაწესებულებაში"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ. 

რაც შეეხება დაზიანებებს, სახალხო დამცველის თქმით, პატიმარი სააკაშვილი ექიმის მომსახურებაზე უარს აცხადებს.  ნინო ლომჯარიას თქმით, სააკაშვილს ვიზუალურად არ ეტყობა დაზიანებები. თუმცა, იქვე დასძენს, რომ უმჯობესია, დასკვნა ექიმმა დადოს. 


 

 

მსგავსი სიახლეები