"ვაცხადებ უარს ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე, შევხვდები მხოლოდ ჩემს პირად ექიმს" - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე უარს ამბობს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მიერ გლდანის ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერია.
ვაცხადებ ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე უარს. სამედიცინო პერსონალთან არ ვთანამშრომლობ. შევხვდები მხოლოდ ჩემს პირად ექიმს. აქ ჩემი გადმოყვანის მიზანი ერთმნიშვნელოვნად არის ჩემი ფიზიკური განადგურება პუტინის დაკვეთით, - წერს მიხეილ სააკაშვილი.