თითოეული საათი სააკაშვილის მიერ გატარებული გლდანის ციხეში არ იძლევა სამოქალაქო მშვიდობის შესაძლებლობას - მელია
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს,რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა "ქართული ოცნების" პროვოკაციის ნაიწლი იყო. მელიას თქმით, ხელისუფლების საბოლოო გეგმა გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ინსცენირებული ბუნტის მოწყობა იყო. ენმ-ს ლიდერი აცხადებს,რომ მესამე პრეზიდენტის მიერ გლდანის ციხეში გატარებული ყოველი საათი სამოქალაქო მშვიდობის საშუალებას არ იძლევა.
დღევანდელი საქართველო ვითარების სიმძიმის თვალსაზრისით გუშინდელს არ შეედრება, რეალობა კიდევ უფრო დამძიმდა და ამაში ლომის წვლილი შეიტანა ხელისუფლებამ. რაც მათ იკადრეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ არცერთი პატიმრის მიმართ არ შეიძლება გააკეთო, როდესაც ჩაიდი9ნეს მტელი წყება დანაშაულისა - პერსონალური კადრებისა და ინფორმაციების გასაჯაროება, რისი უფლებაც არ აქვს პენიტენციურ სამსახურს გაგრძელებული იმ მოტაცებით უბრალოდ, რაც განხორციელეს. გვეყო საღი აზრი პროვოკაციას არ წამოვეგეთ და ვერ ჩაგვითრია ივანიშვილმა სამოქალაქო დაპირისპირებაში, მათ ქონდათ მარტივი გათვლა,რომ ჩაიდენდნენ იმ დანაშაულს რაც ჩაიდინეს, ხალხი აღელვებული მიაიწყდებოდა გლდანის ციხეს და მოახდენდნენ ციხის ბუნტის ინსცენირებას.
თითოეული საათი მიხეილ სააკაშვილის მიერ გატარებული გლდანის ციხეში არ იძლევა სამოქალაქო მშვიდობის შესაძლებლობას. საპროტესტო მოძრაობა იქნება უწყვეტი, მტკიცე, განგრძობადი. ურყევი, ორგანიზებული და დისციპლინირებული ", - თქვა მელიამ.