თინა ხიდაშელი Freedom House-ის ანგარიშზე: [ახალი საკანონმდებლო ცვლილებები] კიდევ უფრო დაამძიმებს მდგომარეობას და ჩამოაგდებს რეიტინგს

20.03.26 15:38
თინა ხიდაშელი Freedom House-ის ანგარიშზე: [ახალი საკანონმდებლო ცვლილებები] კიდევ უფრო დაამძიმებს მდგომარეობას და ჩამოაგდებს რეიტინგს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი Freedom House-ის 2025 წლის ანგარიშს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ერთ წელიწადში საქართველოს რეიტინგი 4 ქულით შემცირდა, რაც ევრაზიის რეგიონში ყველაზე დიდი ვარდნაა. 

თინა ხიდაშელის განცხადებით, ანგაიში რეალურად საქართველოს რეალობას ვერ ასახავს, რადგან მასში ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები არ არის გათვალისწინებული - "რაც, გარწმუნებთ, კიდევ უფრო დაამძიმებს მდგომარეობას და კიდევ უფრო ჩამოაგდებს რეიტინგს".

რეალურად ეს არ ასახავს საქართველოს რეალობას იმიტომ, რომ აქ ჯერ კიდევ ერ არის, ეს არის 2025 წელი და მასში არ არის გათვალისწინებული ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც, გარწმუნებთ, კიდევ უფრო დაამძიმებს მდგომარეობას და კიდევ უფრო ჩამოაგდებს რეიტინგს ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების, განსაკუთრებით სიტყვის თავისუფლების სფეროში. 

კობახიძემ და მისმა მეგობრებმა უნდა იძახონ, რომ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, კალაძეს დასჩემდა ამ ბოლო დროს ნაგავზე ლაპარაკობს ძალიან ხშირად, რომ ნაგავში გადავაგდებთ, ნაგავში მოვისვრითო, მაგრამ ეს ხომ სინამდვილეში ძალიან სასაცილოა. კიდევ ერთხელ ვამბობ, არავინ, გარდა დიქტატურებისა და ავტორიტარული მმართველებისა, ასე არ საუბრობს ამ ძალიან მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებზე.

თუ შევადარებთ ამ ანგარიშებს, თუ შევადარებთ ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების და მომხსენებლების დასკვნებს, სამწუხაროდ, სრული სინქრონია იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში მდგომარეობა პრაქტიკულად ყოველდღიურად უარესდება," - განაცხადა თინა ხიდაშელმა.