აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციიდან იუსტიციის სამინისტროსკენ მსვლელობით მიემართებიან
ოპოზიციის ლიდერები და აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორიიდან მსვლელობით იუსტიციის სამინისტროსკენ მიდიან. ოპოზიციის ლიდერები მინისტრ რატი ბრეგაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
ოპოზიციის ლიდერები მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, დღეს საპროტესტო აქციები ქალაქის სხვადასხვა წერტილში გაიმართება.