"სააკაშვილის მიმართ ხორციელდება ფსიქოლოგიური ტერორი" - ადვოკატები გლდანის ციხეში შევლენ

09.11.21 10:12
"სააკაშვილის მიმართ ხორციელდება ფსიქოლოგიური ტერორი" - ადვოკატები გლდანის ციხეში შევლენ

ადვოკატები გლდანის N 18 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შევლენ. უფლებადამცველი ბექა ბასილაია ამბობს, რომ ციხეში მათი არ შეშვების საფუძველი არ არსებობს. 

ადვოკატი გუშინ მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ გატაცებას კრიმინალურ ქმედებას უწოდებს. მისი თქმით, ხელისუფლება მესამე პრეზიდენტზე შურს სძიობს. 

ყველაზე მთავარია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის გატაცებული. მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ნების წინააღმდეგ, პატიმრობაში მყოფი ადამიანი გაიტაცეს, ერთი ადგილიდან გადაიყვანეს მეორე ადგილზე. კრიმინალი ჩაიდინა ხელისუფლებამ. ჩვენ, რა თქმა უნდა, დღეს უნდა შეგვიშვან. აი, გუშინ ხომ მოიტანეს მიზეზად, სამუშაო საათები ამოიწურაო, დღეს არანაირი საფუძველი ჩვენი არ შეშვების არ არის. მიხეილ სააკაშვილი, ფაქტობრივად, პოლიტიკური მძევლობიდან გადაიქცა უკვე შურისძიების სუბიექტად „ქართული ოცნების“ პრორუსული ხელისუფლების მხრიდან. მათ არ აკმარეს მიხეილ სააკაშვილს ის კანონდარღვევები, რაც მთელი ამ თვენახევრის მანძილზე ხდებოდა, გაიტაცეს და მოათავსეს იქ, სადაც მის მიმართ ხორციელდება ფსიქოლოგიური ტერორი, სადაც ადგილი აქვს არაადამიანურ მოპყრობას. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს, თუმცა ყველას კარგად გვესმის, რომ სასამართლო სისტემა, სამართალდამცავი სისტემა მოშლილია და მე მინდა მივმართო თითოეულ პოლიციას, თითოეულ საბადრაგო სამსახურის თანამშრომელს, „ქართული ოცნების“ თითოეყულ ამომრჩეველს, ვის მოსწონს მესამე პრეზიდენტის მიმართ აი, ის, რაც გუშნ განხორციელდა? , - თქვა ბასილაიამ.  

 

მსგავსი სიახლეები