შემხვდეს და ამიხსნას, რატომ არღვევს კონვენციის ყველა მუხლს - დეკანოიძე იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ითხოვს
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე იუსტიციის მინისტრთან რატი ბრეგაძესთან შეხვედრას მოითხოვს. დეკანოიძის თქმით, მინისტრმა უნდა განმარტოს, რატომ დაირღვა კონვენციის ყველა მუხლი მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით.
შეხვედრას ვითხოვთ იუსტიციის მინისტრთან პარლამენტის დეპუტატები. ძალიან მნიშვნელოვანია, აგვიხსნას რატომ მოექცა სახელმწიფო ასე მიხეილ სააკაშვილს. თუ აქვს გამბედაობა და თუ შეიძლია შემხვდეს და ამიხსნას, რატომ არღვევს კონვენციის ყველა მუხლს ძალიან კარგი იქნება", - ამბობს დეკანოიძე.
შეგახსენებთ, ამ წუთებში ოპოზიციის ლიდერები და აქციის მონაწილეები იუსტიციიის სამინისტროსკენ მიემართებიან.