არ წერენ საშვს, არ ვიცით, რა ხდება შიგნით - ადვოკატებს სააკაშვილთან არ უშვებენ
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს გლდანის მე-8 დაწესებულებაში არ უშვებენ. ბექა ბასილაიას თქმით, ისინი უკვე დიდი ხანია, ციხესთან მივიდნენ, თუმცა საშვს არ უწერენ.
ყველა ხედავთ, რომ ნახევარ საათზე მეტია, ადვოკატები ვართ მოსული და საშვი არ გამოუწერიათ, მიზეზი არის ერთი, არ სურთ, რომ ადვოკატები შევხვდეთ სააკაშვილს. არ ვიცით, შიგნით რა ხდება. ჩვენ გვიჩნდება ბევრი კითხვა, რითი არის ეს განპირობებული", - ამბობს ბექა ბასილაია.