"თუ აქვს გამბედაობა, შეგხვდეს" - იუსტიციის მინისტრთან ხატია დეკანოიძე არ შეუშვეს

09.11.21 10:49
"თუ აქვს გამბედაობა, შეგხვდეს" - იუსტიციის მინისტრთან ხატია დეკანოიძე არ შეუშვეს

"ერთიანი ნაციოანლური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, რომელიც იუსტიციის მინისტრთან, რატო ბრეგაძესთან, შეხვედრას ითხოვდა,  შენობაში არ შეუშვეს. დეკანოიძეს მინისტრისგან მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით არგუმენტების მოსმენა სურდა. 

მე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ „ძალა ერთობაშიას“ სახელით, ჩვენი საპარლამენტო დეპუტაციის სახელით, ვითხოვ შეხვედრის უფლებას მინიჭებულს საქართველოს კანონმდებლობით  საქართველოს იუსტიციის მინისტრთან ჩემს კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად იმისთვის, რომ მან გამგვიმარტოს, მოყვეს ის არგუმენტები, მხოლოდ და მხოლოდ ტელევიზიით რომ საუბრობს და ახლა გამოუფენია ამდენი პოლიციელი, დამჯდარა იქ და დაცულად გრძნობს თავს, ჩვენთან შეხვედრის დროს მოყვეს არგუმენტები, რატომ არის და რატომ ხდება ისე, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს ხელისუფლება არღვევს საეტრთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებულ ყველანაირ მუხლებს. რატომ ხდება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული, ყველგვარი კანონის და კონსტიტუციის დარღვევით მოეტაცებინა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმარი, რომლის მიმართაც გახორციელებული იქნა, მათ შორის, წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. ამიტომ, თუ აქვს გამბედაობა, თუ მხოლოდ და მხოლოდ „იმედის“ და სამთავრობო არხებით არ შეუძლია საუბარი, თუ აქვს იმის გამბედაობა, რომ არ იყოს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის კონკრეტული თანამდებობის პირი და კლეპტოკრატიის მსახური, არამედ იყოს  სახელმწიფოს წარმომადგენელი, ახლა გამოაგზავნოს ვინმე, ან ჩვენ შევხვდებით, შევალთ, - განაცხადა დეკანოიძემ. 

იუსტიციის სამინისტროსთან ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები არიან შეკრებულები. ადგილზე მობილიზეულები არიან სამართალდამცავებიც. 

მსგავსი სიახლეები