პერსონალურ სანქციებზე იყო საუბარი - ჯაფარიძე სახდეპის წარმომადგენელთან შეხვედრაზე
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, ერიკა ოლსონი, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ შეხვედრაზე საუბარი პერსონალურ სანქციებსაც შეეხო. ჯაფარიძის თქმით, უცხოელი მაღალჩინოსანი დაინტერესდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ვითარდება.
პერსონალურ სანქციებზე იყო საუბარი, საქმის კურსში არიან ყველაფრის. თქვეს, რომ რთულ პოზიციაში არიან იმიტომ, რომ ჭირდებათ დაბალანსება გზავნილების, ერთი მხრივ, რომ ისინი არიან მეგობრები ამ ქვეყნის და მეორე მხრივ, უწევთ აქცენტის გაკეთება იმ პრობლემებზე, რომელიც არის დემოკრატიასთან დაკავშირებით", - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.