ვიქტორ ორბანმა ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადამიხადა - ირაკლი კობახიძე უნგრეთშია
ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით უნგრეთში იმყოფება, სადაც კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
"ოცნების" ლიდერი უკვე შევხდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს.
როგორც ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვიქტორ ორბანმა მას მიუსამძიმრა ილია მეორის გადრაცვალებსი გამო და "ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა"
უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შევხვდი.
უნგრეთის პრემიერმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალება მომისამძიმრა და ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადამიხადა.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი პატრიარქის ეპოქალურ როლს ქვეყნისა და ერის ისტორიაში.
უნგრეთში დღეს მონაწილეობას მივიღებ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC).
კონფერენციაზე ჩემი სიტყვით გამოსვლა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაეთმობა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.