კობახიძემ ვიქტორ ორბანი "ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ გაბედული ბრძოლისთვის" შეაქო

21.03.26 15:28
კობახიძემ ვიქტორ ორბანი "ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ გაბედული ბრძოლისთვის" შეაქო

ირაკლი კობახიძემ უნგრეთი პრემიერი, ვიქტორ ორბანი "ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ გაბედული ბრძოლისთვის" შეაქო - CPAC-ის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნების" ლიდერმა თქვა, რომ - რომ არა ორბანის "ასეთი ბრძოლა უნგრეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი დემოკრატიის, ეროვნული სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა".

მსურს პირადად გადავუხადო მადლობა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის. ის არის თავისი ქვეყნის ჭეშმარიტი მებრძოლი; მისი სიტყვები და ქმედებები მუდმივად გამოხატავს პატივისცემასა და ზრუნვას ქართველი ხალხისადმი. რომ არა პრემიერ-მინისტრ ორბანის ძლიერი ლიდერობა და მისი გაბედული ბრძოლა ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ უნგრეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი დემოკრატიის, ეროვნული სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა. ვიქტორ ორბანის ლიდერობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. ამიტომ ვუსურვებ პრემიერ-მინისტრ ორბანს ხანგრძლივ მოღვაწეობას უნგრეთის ლიდერის პოზიციაზე", - განაცხადა კობახიძემ. 

ასევე ნახეთ: