უხმოდ ნატარები ამბები პატრიარქზე

21.03.26 20:46
უხმოდ ნატარები ამბები პატრიარქზე

პატრიარქის სიკვდილის დღეს, მის მშობლიურ სოფელში სნოში, სიჩუმეც კი ტკივილს ყვიროდა. 17 მარტს მთელი დღე ყველა ტელეეკრანებთან იყო მიჯაჭვული. "კავკასიის მედიცინის ცენტრიდან" გავრცელებული ახალი ამბები, ხან იმედს აჩენდა და ხან ამ იმედს კლავდა. აქ იმ მომენტში მხოლოდ ლოცვა შეეძლოთ  იმ ირაკლი ღუდუშაური- შიოლაშვილისთვის,  რომელიც ბავშვიც ახსოვთ, ახალგაზრდაც და ხანდაზმულიც.

ვლადიკავკასში, სკოლის წინ მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში ისევე როგორც საქართველოს  მოქმედ ყველა ტაძარში ილია მეორის ფოტოა დაბრძანებული . ეს კადრები სპეციოალურად "შაბათის ეთერისთვის" ადგილობრივებმა გადაიღეს. ამ ქალაქში  1933 წლის 4 იანვარს ირაკლი შიოლაშვილი დაიბადა.

ვლადიკავკაზის ერთადერთ ქართულ სკოლაში ირაკლი შიოლაშვილი სნოდან გადაიყვანეს. პატრიარქს  აი, აქ ასწავლა წერა-კითხვა ადგილობრივმა მასწავლებელმა სიდო ღუდუშაურმა. სნოს სკოლას ახლა რეაბილიტაცია უტარდება. ილია მეორის თხოვნით შენობამ პირვანდელი სახე უნდა დაიბრუნოს. 

ირაკლი ღუდუშაური შიოლაშვილი 24 წლის იყო, როცა ბერად აღიკვეცა. მაშინ ის სასულიერო სემინარიის მეორე კურსის სტუდენტი იყო. სწავლის დასრულებიდან მალევე ბათუმის ეკლესიაში განამწესეს. აჭარაში შვიდი წელი რჩება. სწორედ აქ იღებს ის მიტროპოლიტის ხარისხს. მაშინდელი პატრიარქი დავით მეხუთე მიტროპოლიტ ილიას აფხაზეთის ეპარქიაში უშვებს.

ნატა ქაჯაიას სპეციალური რეპორტაჟი