შიმშილობის ფორმის შერბილებას არ ვაპირებ - ხოშტარია

09.11.21 11:16
შიმშილობის ფორმის შერბილებას არ ვაპირებ - ხოშტარია

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, ამბობს, მკაცრი შიმშილობის ფორმის შერბილებას არ აპირებს. ხოშტარიას თქმით, თუ მისი სასიცოცხლო პარამეტრები გაუარესდება, ის მედიკამენტებს მიიღებს, თუმცა მაგალითად,  მინერალური წყლის მიღებაზე უარს აცხადებს. 

ყველა შიმშილობას აქვს თავის სტრატეგია, შიმშილობა არ არის თვითმკვლელობა, დღეს სიკვდილი იქნებოდა ბიძინა ივანიშვილისთვის საჩუქარი. ჩვენ გვაქვს დრო საბრძოლველი, თუ სიცოცხლის პარამეტრები იქნება საფრთხეში, მაგრამ შიმშილობის ფორმის შერბილებას არ ვაპირებ და მკაცრი შიმშილობის ფორმას ვაგრძელებ", - ამბობს ელენე ხოშტარია. 

შეგახსენებთ, რომ "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია უკვე მე-7 დღეა, შიმშილობს, ის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს.  

მსგავსი სიახლეები