რუსთაველის გამზირზე 19:00 საათზე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართება
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე ისევ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართება. ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, ცოტა ხნის წინ დააანონსა. მისი განცხადებით, მნიშნელოვანია, რომ აქცია იყო ხალხმრავალი და ორგანიზებული.
რუსთაველის გამზირზე 7 საათზე უნდა შევიკრიბოთ, პარლამენტთან უნდა შევიკრიბოთ აუცილებლად. კვლავ ხალხმრავალი აქცია გაიმართება. მნიშვნელოვანია არდაღლა, ბრძოლა, ორგანიზებულად, თანმიმდევრულად და დისციპლინირებულად, - განაცხადა ნიკა მელიამ.