დაგღლით, დაგქანცავთ და გაღიარებინებთ, რომ თქვენ მოიპარეთ არჩევნები - ნიკა მელია

09.11.21 12:26
დაგღლით, დაგქანცავთ და გაღიარებინებთ, რომ თქვენ მოიპარეთ არჩევნები - ნიკა მელია

"დაგღლით, დაგქანცავთ და გაღიარებინებთ, რომ თქვენ მოიპარეთ არჩევნები"  -  ამის შესახებ ,,ენმ"-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ,  განაცხადა და მხარდამჭერებს დღეს რუსთაველის გამზირზე აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა. 

დღეს 7 საათზე, რუსთაველის გამზირზე ვიკრიბებით, ხვალაც, ზეგაც, მაზეგაც სხვადასხვა სახის საპროტესტო აქტივობები გაიმართება.  დაგღლით, დაგქანცავთ და გაღიარებინებთ, რომ თქვენ მოიპარეთ არჩევნები, გაღიარებინებთ, რომ თქვენ ხართ კრიმინალები, მათ შორის საზოგადოების მხარდაჭერით და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით", - ამბობს ნიკა მელია. 

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის, ერიკა ოლსონისა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.  მელიას თქმით, დასავლელი პარტნიორები საქართველოში არსებულ ვითარებას კარგად ხედავენ. 

ნდობა არჩევნების მიმართ საზოგადოებას დაკარგული აქვს. მართლმსაჯულება არ არის მართლმსაჯულება. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, გვაქვს ოლიგარქიული წეს-წყობილება, თუ დემოკრატიული, ორივე ერთად ვერ გვექნება. ეს იყო ძალიან გულახდილი, მეგობრული საუბარი.

ვისაუბრეთ იმაზე, რომ ძალიან მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცედ განგრძობადი პროცესი იქნება, ორგანიზებული, ხალხმრავალი საპროტესტო მოძრაობა. ვესაუბრე იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რომ არჩევნები არის პრაქტიკულად გაუქმებული, ნდობა არჩევნების მიმართ საზოგადოებას დაკარგული აქვს. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები კარგად ხედავენ, როგორც არასოდეს, მკაფიოდ ხედავენ გუშინდელი ქმედების შემდეგ სურათს.

შეთანხმებულია ცივილიზებული სამყარო, მკაფიო განცხადებები გაკეთდება. არ შეიძლება იმ ქვეყანაში, სადაც მკაფიო პროგრესი შეიმჩნეოდა წლების წინ, უცებ გახდეს მყარად ოლიგარქიული რეჟიმი და ამაზე არ ჰქონდეთ ადეკვატური რეაგირება", - თქვა ნიკა მელიამ. 

 

მსგავსი სიახლეები