მიხეილ სააკაშვილი ილია მეორის წმინდანად შერაცხვის ინიციატივით გამოდის

23.03.26 13:37
მიხეილ სააკაშვილი ილია მეორის წმინდანად შერაცხვის ინიციატივით გამოდის

 

 

მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ილია მეორე წმინდადან უნდა შეირაცხოს. ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე ისაუბრა.

მესამე პრეზიდენტის თქმით, ის გეგმავს, ხელი მოაწეროს მიმართვას, რათა კანონიზაციის პროცესი დაიწყოს. 

ასე რომ, საჭიროა ბრძოლა, საჭიროა გამბედაობა. რაც შეეხება პატრიარქს, მე მოვაწერ ახლა ხელს მიმართვას, რომ დაიწყოს მისი კანონიზაცია, მისი წმინდანად გამოცხადების პროცესი, მე მხოლოდ გამიხარდება თუ თქვენც შეუერთდებით ამ პროცესს. უნდა, სიცოცხლის მერე მაინც გავუკეთოთ რაღაცა ივანიშვილს არც ეს მოუნდება, იმიტომ, რომ მას ავტორიტეტი არ სჭირდება არც სიცოცხლეში და არც სიცოცხლის შემდეგ, - თქვა დღეს სააკაშვილმა. 

სამებისა და სიონის საკათედრო ტაძრებში ილია II-თან გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე ძირითადად „ქართული ოცნების“ ლიდერები იმყოფებოდნენ. სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს ტაძრების შიდა ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ და ისინი გარეთ, მოქალაქეებთან ერთად იმყოფებოდნენ.

„პირველების“ ინფორმაციით, პატრიარქის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე დასასწრებად საშვი არაერთმა პოლიტიკოსმა ითხოვა, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მათ შორის, ცერემონიაზე ვერ მოხვდნენ საქართველოს მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტები.