რატომ ვერ გამოინახა საშვი ექსპრეზიდენტეისთვის? - "ოცნებაში" კითხვებს არ პასუხობენ
რატომ ვერ გამოინახა საშვი ექსპრეზიდენტებისთვის — „ქართულ ოცნებაში“ ამ კითხვაზე კონკრეტულ პასუხს არ სცემენ და აცხადებენ, რომ განმარტებები მოგვიანებით გაკეთდება. როგორც გია ვოლსკი ამბობს, მიმდინარე დღე „დაფიქრების დროა“, მათ შორის იმ პირებისთვისაც, ვინც კითხვებს სვამს.
ამასთან დაკავშირებითაც გვექნება პასუხები, მაგრამ ვფიქრობ, დღევანდელი დღე დაფიქრების დღეა, მათ შორის, იმ ხალხის მხრიდან დაფიქრებასაც მოველით, რომელიც შეკითხვებს სვამს, - ამბობს ვოლსკი.
კითხვებზე პასუხისგან თავი შეიკავა ირაკლი ზარქუამაც
არ გაძლევთ ინტერვიუს, - ამბობს ზარქუა.
სამებისა და სიონის საკათედრო ტაძრებში ილია II-თან გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე ძირითადად „ქართული ოცნების“ ლიდერები იმყოფებოდნენ. სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს ტაძრების შიდა ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ და ისინი გარეთ, მოქალაქეებთან ერთად იმყოფებოდნენ.
„პირველების“ ინფორმაციით, პატრიარქის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე დასასწრებად საშვი არაერთმა პოლიტიკოსმა ითხოვა, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მათ შორის, ცერემონიაზე ვერ მოხვდნენ საქართველოს მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტები.