გლდანის ციხესთან გოგი წულაიას მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

27.03.21 14:23
გლდანის ციხესთან გოგი წულაიას მხარდასაჭერი  აქცია გაიმართება

ხვალ, 28 მარტს გლდანის ციხესთან პოლიტიკოსი გოგი წულაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან.

ვისაც ეჭვი არ ეპარება გოგი წულაიას სიმართლეში გელოდებით ყველას 28 მარტს 14:00 საათზე გლდანის ციხესთან დავუდგეთ გვერდში ბატონ გოგის უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში - აღნიშნულია აქციის  ორგანიზატორების განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის წევრი, გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე განხორციელებულ ძალადობას ედავებიან.დაკავების შემდეგ  მას ბრალი დაუმძიმდა  პროკურატურამ წულაიას ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით წაუყენა, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავებული პოლიტიკოსი ბრალდ არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.