შალვა ნათელაშვილი კახა კალაძის პორტრეტის ლუვრში, "მონა ლიზას" თავზე დაკიდებას ითხოვს
შალვა ნათელაშვილი კახა კალაძის პორტრეტის ლუვრში, "მონა ლიზას" ნახატის თავზე დაკიდებას ითხოვს - მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
ლეონარდოს მონა ლიზა, რომ დააზიანეს ლუვრში დამნაშავეს ადმინისტრაციულ სახდელი დაადეს, აი კახი კალაძის ბანერზე წარწერისათვის კი, ელენე ხოშტარიას ორ წლამდე ციხე მიუსაჯეს. გამოვდივარ წინადადებით- დაიკიდოს კალაძის პორტრეტი ლუვრში მონა ლიზას თავზე.
„დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - მოსამართლე გიორგი არევაძემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კახა კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზე 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, შესაბამისად, ხოშტარიას საპატიმრო დაახლოებით ერთ წელში ამოეწურება.
მომიტინგეებმა პარიზში, ლუვრის მუზეუმში, ლეონარდო და ვინჩის მე-16 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევარს, "მონა ლიზას", წვნიანი რამდენიმე წლის შეასხეს. ასევე 2022 წელს აქტივისტმა ნახატს ნამცხვარი ესროლა და ხალხს მოუწოდა, „დედამიწაზე ეფიქრათ“.