მართლმსაჯულებაზე თავლაფის დასხმა, მხედრიონის დროს არ იღებდა სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებებს - კახა კუკავა
"მართლმსაჯულებაზე თავლაფის დასხმა" - ასე აფასებს “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი ელენე ხოშტარიასთვის გამოტანილ განაჩენს.
"მხედრიონის დროს არ იღებდა სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებებს" - წერს კახა კუკავა.
"მიუხედავად ელენე ხოშტარიას, მის პიროვნების და პოლიტიკური საქმიანობის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებისა, ეს სასამართლო გადაწყვეტილება არის მართლმსაჯულებაზე თავლაფის დასხმა, მხედრიონის დროს არ იღებდა სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებებს" - წერს პოლიტიკოსი.
„დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - მოსამართლე გიორგი არევაძემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კახა კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზე 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, შესაბამისად, ხოშტარიას საპატიმრო დაახლოებით ერთ წელში ამოეწურება.