უნგრელი ექს დიპლომატი, რომელიც თბილისში მუშაობდა, უკრაინაში რუსეთის სასარგებლო ჯაშუშურ საქმიანობაში ამხილეს

24.03.26 17:06
უნგრელი ექს დიპლომატი, რომელიც თბილისში მუშაობდა, უკრაინაში რუსეთის სასარგებლო ჯაშუშურ საქმიანობაში ამხილეს

უნგრელი ყოფილი დიპლომატი, რომელიც წლების წინ, საქართველოში მუშაობდა, უკრაინაში რუსეთის სასარგებლო ჯაშუშურ საქმიანობაშია მხილებული.

ოფიციალურ განცხადებას უკრაინის სპეცსამსახურები ავრცელებენ და ამტკიცებენ, რომ ოფიცერ ზოლტან ანდრესს მთელი ჯაშუშური ქსელი ჰქონდა შექმნილი და ინფორმაციას რუსეთს ინტენსიურად აწვდიდა.

უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, ზოლტან ანდრეს რუსეთისთვის სასარგებლო სამიანობისთვის უკრაინაში ჰყავდა დაქირავებული კონკრეტული ადამიანები და მათი მეშვეობით ოკუპანტ ქვეტანას აწვდიდა ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის ძალების გადაადგილების და მათი ადგილსამყოფელის შესახებ. 

უკრაინის სპეცსამსახურები ასევე ადგენენ, რომ დივერსიული საქმიანობა უნგრეთის მოქალაქემ 2021 წელს დაიწყო. მანამდე ზოლტან ანდრესი საქართველოში 2016 წლიდან 2020 წლამდე დიპლომატიურ მისაიას წარმოადგენდა. 

დაზვერვა ავრცელებს ფოტოებს, რომელიც სწორედ ამ პერიოდში განხორციელებულ საქმიანობას ასახავს. ამ ღონისებებს ზოლტან ანდრესი საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებთან ერთად ესწრებოდა და თავადაც წარმოდგენილი იყო როგორც დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი.