ელენე ხოშტარიას სისხლის სამართლებრივი დევნა რეპრესიების ნაწილია - გიორგი გოგია
Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილე, გიორგი გოგია ეხმაურება ელენე ხოშტარიასთვის წელიწადნახევრით პატიმრობის მისჯას.
როგორც გოგია წერს, ოპოზიციის ლიდერისთვის საპროტესტო გზავნილის გამო პატიმრობის განაჩენი აშკარა მაჩვენებელია იმისა, თუ რამდენად დაეცა დემოკრატიული სტანდარტები საქართველოში.
ოპოზიციის ლიდერისთვის საპროტესტო გზავნილის გამო პატიმრობის განაჩენი აშკარა მაჩვენებელია იმისა, თუ რამდენად დაეცა დემოკრატიული სტანდარტები საქართველოში.
ელენე ხოშტარიას სისხლისსამართლებრივი დევნა ქვეყანაში განსხვავებული აზრის გამოხატვის წინააღმდეგ უფრო ფართომასშტაბიანი რეპრესიების ნაწილია“, - წერს გიორგი გოგია X-ზე.
ფოტო “რადიო თავისუფლება“