აღასრულებს თუ არა ეროვნული ბანკი ბრიტანულ სანქციებს - ლონდონი "ოცნებას" აფრთხილებს

24.03.26 20:30
აღასრულებს თუ არა ეროვნული ბანკი ბრიტანულ სანქციებს - ლონდონი "ოცნებას" აფრთხილებს

დიდი ბრიტანეთი აფრთხილებს — ყველა პირი და კომპანია, რომელიც სანქცირებულ სუბიექტებს დაეხმარება, პასუხისმგებლობას დაექვემდებარება. ამის შესახებ ლორდმა ლივერმორმა ბარონესა კურანის კითხვაზე პასუხად განაცხადა და აღნიშნა, რომ სანქციების აღსრულების ოფისი უკვე მზად არის შესაბამისი ზომების მისაღებად.

როგორც ირკვევა, ბრიტანეთის მთავრობას ქართულ ბანკებთან სპეციალური შეხვედრები არ გაუმართავს, თუმცა მათთვის ცნობილია სანქციების აღსრულების წესები და ვალდებულებები. ოფიციალური პირების განცხადებით, დარღვევის შემთხვევაში სანქციების აღსრულების ოფისი პროპორციულ ზომებს გამოიყენებს.

ბრიტანეთი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმ სუბიექტებს, რომლებიც სანქცირებული ტელევიზიების, მათ შორის პროპაგანდაში ბრალდებული არხების მხარდაჭერას ცდილობენ. რეკლამის განთავსება ასეთ მედიაში ფინანსურ ოპერაციებს მოითხოვს, რაც შესაძლოა სანქციების დარღვევად შეფასდეს, განსაკუთრებით იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებზე ოპერირებენ ან ბრიტანული იურისდიქციის ქვეშ ექცევიან.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.