რა წერია ევროსაბჭოს ანგარიშში და როგორ პასუხობს "ოცნება" კრიტიკას
ევროსაბჭოს კონგრესის გენერალური მდივანი, მატიუ მორი, საქართველოს მიმართ რეკომენდაციებს ასახელებს და მოუწოდებს "ოცნებას", შეწყვიტოს კანონების ხშირი ცვლილება, უზრუნველყოს ოპოზიციის თავისუფალი საქმიანობა და ხელი არ შეუშალოს სამოქალაქო საზოგადოების მუშაობას.
ეს განცხადება მორმა „ტვ პირველის“ კითხვის საპასუხოდ გააკეთა — საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვამდე ერთი კვირით ადრე. 1 აპრილს სტრასბურგში, ევროსაბჭოს სხდომაზე, 46 ქვეყნის 612 დელეგატი იმ დოკუმენტს განიხილავს, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას ეხება.
ანგარიშში რეკომენდაციების ფართო ჩამონათვალია წარმოდგენილი, მათ შორის — პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, სავარაუდო წამებაში ბრალდებული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და რეპრესიული კანონების გაუქმება. დოკუმენტი ევროსაბჭოს ფაქტების დამდგენმა მისიამ საქართველოში ვიზიტის შემდეგ მოამზადა და მასში შეფასებულია ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, მათ შორის განსხვავებული აზრის დევნის საკითხიც.
რეკომენდაციების გასაჯაროებიდან რამდენიმე საათში სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებებს არ ეთანხმებიან — პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროსაბჭოს კონგრესი მოსკოვს შეადარა.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.