დაშვებული შეცდომების გამო, თამარ ბაგრატიონის გამოსვლას თეთრ სახლში, კრიტიკა მოჰყვა
თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლას თეთრ სახლში საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. დღეს, 24 მარტს, მიხეილ ყაველაშვილის მეუღლემ, მელანია ტრამპის ორგანიზებულ „უკეთესი მომავლის" გლობალური სამიტის მონაწილეებს მიმართა. პარტია “ქართული ოცნების“ ხმებით, პრეზიდენტის პოსტზე დამტკიცებული ყაველაშვილის მეუღლის გამოსვლა სოც ქსელში, კრიტიკა მოჰყვა. მიზეზი წინასწარ მომზადებული ტექსტის კითხვის დროს დაშვებული შეცდომებია.
გულწრფელ მადლობას ვუხდი ჩვენს მასპინძელ მისის მელანია ტრამპს, ისტორია დაიმახსოვრებს მას, ვინც დაახლოებით 45 ერი ერთად შეკრიბა და დედობრივი ინსტინქტი გლობალურ მოძრაობად გადააქცია...
დღეს ჩვენ გვაერთიანებს ერთი საერთო პასუხისმგებლობა, ჩვენი შვილების კეთილდღეობა და მომავალი. მე, როგორც პირველი ლედი, სრულად ვარ ამაში ჩართული, მაგრამ უპირველესად და უმთავრესად ვსაუბრობ, როგორც 4 შვილის დედა..." - თქვა თამარ ბაგრატიონმა.
ბაგრატიონმა სცადა საქართველოს ისტორია მიმოეხილა და ესაუბრა თამარ მეფის მმართველობაზე, თუმცა ტექსტის კითხვის დროს, მოქალაქეებმა ვინც გამოსვლას ყურადღებით უსმინეს არა ერთი შეცდომა დათვალეს.