ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ის რომ ევროკავშირი არ გვეშვება - უგულავა

27.03.21 14:37
ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ის რომ ევროკავშირი არ გვეშვება - უგულავა

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა ამბობს რომ დანიელსონის ვიზიტი პოზიტიური მოვლენაა, თუმცა ახლა ჯერი "ოცნებაზეა". უგულავა ფიქრობს, რომ პასუხისმგებლობა უმეტესწილად "ოცნებას" ეკისრება რადგან ყველა ბერკეტი მმართველი გუნდის ხელშია.  

ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ის რომ ევროკავშირი არ გვეშვება, არ ტოვებს ქართულ საზოგადოებას ამ საღი აზრისგან დაცლილი მთავრობის წინაშე, მთავრობის რომელიც ვერ აცნობიერებს, რომ ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისთან ერთად უკვე ქვეყანაში მორალური კრიზისიც არის. ცხადია, ის რომ  მიუხედავად იმისა რომ "ქართულმა ოცნებამ" ჩააგდო პირველი რაუნდი  და მეორე რაუნდი ჩაინიშნა  ცალსახად პოზიტიური, ვისურვებდი რომ შეთანხმებით დასრულდეს, შეთანხმება ორმხრივ კომპრომისს გულისხმობს, შეთანხმება ვერ იქნება მთლიანად უკანდახევა, - ამბობს უგულავა.