"ტრამპის ადმინისტრაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა კომპლიმენტებით აავსო პირველი ლედი"- მარიამ ლაშხი

25.03.26 13:54
"ტრამპის ადმინისტრაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა კომპლიმენტებით აავსო პირველი ლედი"- მარიამ ლაშხი

"ტრამპის ადმინისტრაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა კომპლიმენტებით აავსო პირველი ლედი"- ამის შესახებ "ქართული ოცნბის" დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა მიხეილ ყაველაშვილის მეუღლის, თამარ ბაგრატიონის თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა. 

ლაშხის მტკიცებით, ტრამპის ადმინისტრაციის სპეციალურმა თამარ ბაგრატიონის სიტყვას დამამახსოვრებელიი უწოდა. 

"საქართველოს პირველი ლედის ჰქონდა შესაძლებლობა იმ რამდენიმე ქვეყანასთან ერთად წარმოეთქვა სიტყვა და ქართველი ხალხის ხმა გაეჟღერებინა სახელმწიფო დეპარტამენტში და გაეჟღერებინა ის ძირითადი მიმართულებები და ის პრინციპები, რასაც საქართველო ემსახურება, როგორც ბავშვის ინტერესების დაცვის კუთხით, ასევე ციფრული გამოწვევების ფონზე, ჩვენი ეკონომიკური-ტექნოლოგიური განვითარების კუთხით. [...]

მნიშვნელოვანი იყო ის გამოხმაურებები, რაც ჩვენს პირველ ლედის გამოსვლის შემდეგ ჰქონდა, ტრამპის ადმინისტრაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა კომპლიმენტებით აავსო პირველი ლედი და თქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დამამახსოვრებელი ნაწილი მის გამოსვლაში იყო ის, რომ დედური ინსტინქტის ტრანსფორმაცია ხდება გლობალურ მოძრაობასა და გაერთიანებაში" - განაცხადა "ოცნების" დეპუტატმა. 

ლაშხის კომენტარს სამთავრობო მედია ავრცელებს. 

გუშინ, 24 მარტს, თეთრ სახლში გამართულ „უკეთესი მომავლის“ გლობალურ სამიტზე თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მიხეილ ყაველაშვილის მეუღლემ, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით არის დამტკიცებული, სამიტის მონაწილეებს ინგლისურ ენაზე მიმართა, თუმცა წინასწარ მომზადებული ტექსტის კითხვისას დაშვებულმა შეცდომებმა სოციალურ ქსელში უარყოფითი შეფასებები გამოიწვია. ბაგრატიონი გამოსვლაში საქართველოს ისტორიის მიმოხილვას და თამარ მეფის მმართველობაზე საუბარს ცდილობდა, თუმცა მსმენელებმა არაერთი ფაქტობრივი და ფორმულირების შეცდომა დააფიქსირეს.  

მსგავსი სიახლეები