8 პოლიტიკოსის საქმე - გახსნის თუ არა სხდომას მოსამართლე თამარ მახარობლიძე
თბილისის საქალაქო სასამართლოში რვა ოპოზიციური ლიდერის პროცესი იწყება. რამდენიმე წუთში უნდა გახდეს ცნობილი, მოსამართლე თამარ მახარობლიძე სხდომას გახსნის თუ პოლიტიკურ ლიდერების საქმეზე ისევ დახურულ კარს მიღმა იმსჯელებს.
პოლიტიკოსების თქმით, მთავარი მტკიცებულება საქმეში მათი შეხვედრებია უცხოელ პარნტიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მას ბიძინა ივანიშივლის ზვიგენის შესასახებ გამოქვეყნებულ პოსტს ედავებიან.
8 პოლიტიკოსის საქმეზე დღეს განსასჯელის სკამზე მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, გიორგი ვაშაძე და ბადრი ჯაფარიძე წარდგებიან.
პროცესს პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან ელენე ხოშტარია და ნიკა მელია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კი სხდომაზე არ იქნება მამუკა ხაზარაძე.
სხდომა წინაზე დახურა, იმიტომ, რომ იქ იყო სასაცილო მომენტები. ბოლო სხდომაზე 45 ტომი იყო, შეიძლება კიდე რაღაცებუი დაამატეს ახლა. არის ძალიან სასაცილო. იმიტომ, რომ სრულიად გაუგებარია, რატომ არის ეს ყველაფერი ჩაყრილი. შესაბამისად, სხდომაც რომ მიდის რაღაცებზე გეცინება. სიცილის და დაცინვის გამო დახურა სხდომა. გახსნიან თუ არ გახსნიან, არ ვიცი. ბოლოს რომ დახურა, განწყობა ისეთი მქონდა, რომ გახსნას არ აპირებდა. ადვოკატები დააყენებენ გახსნის შუამდგომლობას და ვნახოთ. არავის მიმარართ არანაირი მტკიცებულება არ არის. იქ არის ჩაყრილი საჯარო გამოსვლები, ჩემი მათ შორის - პარკში გადაღებული, თქვენთან ოფისებში გაკეთებული და არის ჩაყრილი 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენება, სადაც ზღაპრებს ყვებიან "- ამბობს ზურა ჯაფარიძე.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.