[ხოშტარიამ] საკუთარი 4 შვილი დააყენა საფრთხის და ამ განსაცდელის ქვეშ - ნინო წილოსანი

25.03.26 15:28
[ხოშტარიამ] საკუთარი 4 შვილი დააყენა საფრთხის და ამ განსაცდელის ქვეშ - ნინო წილოსანი

 

 

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი ელენე ხოშტარიას "დამნაშავედ" და "კრიმინალად" მოიხსენიებს. მისი მტკიცებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არაერთ სამართალდარღვევაშია მხილებული და მის მიმართ გამოტანილი განაჩენი სამართლებრივ საფუძველს ეფუძნება.

წილოსანი ასევე უარყოფს პოლიტპატიმრობის შეფასებას და აცხადებს, რომ ხოშტარია საკუთარ ქმედებებზე თავად არის პასუხისმგებელი. 

ელენე ხოშტარია არის დადასტურებულად დამნაშავე კრიმინალი, რომელსაც არაერთხელ აქვს განმეორებული ის ხულიგნობები თუ დანაშაულებები, რომლისთვისაც ის სასჯელს იხდის და მოიხდის. მან თაისი თავი დააპოზიციონერა როგორც რევოლუციონერი, ხელისუფლების გადატრიალებაში მონაწილე პირი, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რო ზუსტად ის იყო, ვინც ამარაგებდა იმ ნივთებით და პოლიციელებზე თავდასხმის ობიექტებით, საშუალებებით აქციის მონაწილეებს. მან საკუთარი 4 შვილი და ოჯახის ყველაზე მეტად საფრთხის ქვეშ და ამ განსაცდელის ქვეშ მაშინ დააყენა, როდესაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ დაიწყო მუშაობა. ელენე ხოშტარია არის დამნაშავე და არა გმირი და არც პოლიტიკური პატიმარი. ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ოთხი შვილის დედა საკუთარ ქვეყანას არ მოუწყობდა რევილუციას, - ამბობს ნინო წილოსანი. 

მოსამართლე გიორგი არევაძემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კახა კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზე 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, შესაბამისად, ხოშტარიას საპატიმრო დაახლოებით ერთ წელში ამოეწურება.

ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. საქმე ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით გაკეთებულ წარწერას: „რუსული ოცნება“. ბრალდების მხარის დათვლით ამ წარწერამ ბანერზე 570 ლარის ზიანი გამოიწვია. 

 

მსგავსი სიახლეები