"ჩვენი პროცესი დარჩა დახურული" - მოსამართლე მახარობლიძემ 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სასამართლო სხდომა არ გახსნა

25.03.26 15:41
"ჩვენი პროცესი დარჩა დახურული" - მოსამართლე მახარობლიძემ 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სასამართლო სხდომა არ გახსნა

მოსამართლე თამარ მახარობლიძემ 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სასამართლო სხდომა არ გახსნა - ოპოზიციონერების საქმეზე პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. 

თამარ მახარობლიძემ დაცვის მხარის შაუმდგომლობა სხდომის გახსნის თაობაზე არ დააკმაყოფილა.

ჩვენი პროცესი დარჩა დახურული. 

არადა არაა ცუდი საყურებელი", - წერს ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში. (პოლიტიკოსი ამ საქმეზე ბრალდებულია) 

  • 8 პოლიტიკოსის საქმეზე დღეს განსასჯელის სკამზე მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, გიორგი ვაშაძე და ბადრი ჯაფარიძე სხედან. 
  • პროცესს პროტესტის ნიშნად არ ესწრებიან ელენე ხოშტარია და ნიკა მელია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კი სხდომაზე არ იქნება მამუკა ხაზარაძე.

რამდენიმე წუთის წინ, სხდომის დატოვება ითხოვა გიორგი ვაშაძემ, პოლიტიკოსმა მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. 

ცნობისთვის მოსამართლე მახარობლიძემ 8 ოპოზიციონერის საქმეზე პროცესი წინა სხდომაზე დახურა - პოლიტიკოსების თქმით, მოსამართლემ მიზეზად სიცილი და დაცინვა დაასახელა. 

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.