ივანიშვილმა ვანო ჩხარტიშვილის პირით პატრიარქს გადადგომა შესთავაზა - სააკაშვილის სკანდალური განცხადება

25.03.26 16:46
ივანიშვილმა ვანო ჩხარტიშვილის პირით პატრიარქს გადადგომა შესთავაზა - სააკაშვილის სკანდალური განცხადება

 

 

ბიძინა ივანიშვილმა (ბიზნესმენ) ვანო ჩხარტიშვილის პირით პატრიარქს გადადგომა შესთავა - სკანდალური განცხადება 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სასამართლო პროცესზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.

 როგორც სააკაშვილმა თქვა, მაშინ ილია მეორემ გადადგომაზე უარი განაცხადა. 

მესამე პრეზიდენტის ინფორმაციით, აღნიშნულს ადგილი ჰქონდა ციანიდის სკანდალამზე. 

ეს არის სიტუაცია, როდესაც პირდაპირ ქრონოლოგიას რომ მივყვეთ, ჯერ პატრიარქს ციანიდის სკანდალი აუგორეს, მანამდე უფრო სწორედ პატრიარქთან ვანო ჩხარტიშვილი მივიდა და ივანიშვილის სახელით გადადგომა შესთავაზა. პატრიარქმა უარი უთხრა, შემდეგ იყო ციანიდის სკანდალი. შემდეგ იძულებული გახდა დაენიშნა მოსაყდრე. ამის შემდეგ კიდევ მოჰყვა მასზე თავდასხმები, რის შემდეგაც გამოაქვეყნეს კრეფსები, სადაც დისკრედიტაციას ეწოდენენ მთელი კორპუსის...

[...]

როგორც ძაღლი მონიშნავს, თავის სამფლობელოს, ზუსტად ისე მივიდა ივანიშვილი პატრიარქის დაკრძალვაზე და წარწყმიდა იქაურობა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ვიდეო სასამართლო პროცესიდან, რომელიც დღეს მოსამართლე თამარ მახარობლიძემ არ გახსნა, ერთ-ერთ ტელეგრამ არხზე გავრცელდა. 

მსგავსი სიახლეები