სტალინიც კი ოპოზიციონერებს ღია პროცესზე ასამართლებდა, მაგრამ სად სტალინი და სად ზვიგენის პატრონი - სააკაშვილი

25.03.26 16:55
სტალინიც კი ოპოზიციონერებს ღია პროცესზე ასამართლებდა, მაგრამ სად სტალინი და სად ზვიგენის პატრონი - სააკაშვილი

 

 

სტალინიც კი ოპოზიციონერებს ღია პროცესზე ასამართლებდა, მაგრამ სად სტალინი და სად ზვიგენის პატრონი - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლო პროცესზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, მოსამართლე თამარ მახარობლიძემ, რომელმაც დღეს 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სხდომა არ გახსნა. 

  • თამარ მახარობლიძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა სხდომის გახსნის თაობაზე არ დააკმაყოფილა და პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა. 
  • მიხეილ სააკაშვილს აღნიშნულ საქმეში ბიძინა ივანიშივლის ზვიგენის შესასახებ გამოქვეყნებულ პოსტს ედავებიან.

კატასტროფაა, რომ ხალხი დატოვეთ გარეთ, ე.წ. სასამართლო ტარდება და ეს სასამართლოზე არ არის ღია, ასეთი რამე იოსებ სტალინსაც კი არ დასიზმრებია. როგორც წესი ის თავის ოპოზიციონერებს ასამართლებდა ღია პროცესზე და იყო ძალიან ბევრი ადამიანი პროცესზე, მაგრამ ნუ სად სტალინი და სად ზვიგენის პატრონი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ცნობისთვის მოსამართლე მახარობლიძემ 8 ოპოზიციონერის საქმეზე პროცესი წინა სხდომაზე დახურა - პოლიტიკოსების თქმით, მოსამართლემ მიზეზად სიცილი და დაცინვა დაასახელა. 

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ვიდეო სასამართლო პროცესიდან, რომელიც დღეს მოსამართლე თამარ მახარობლიძემ არ გახსნა, ერთ-ერთ ტელეგრამ არხზე გავრცელდა. 

 

მსგავსი სიახლეები