მიხეილ სააკაშვილი მიხეილ თამარ ბაგრატიონის შტატებში გამოსვლას ეხმაურება

25.03.26 17:28
მიხეილ სააკაშვილი მიხეილ თამარ ბაგრატიონის შტატებში გამოსვლას ეხმაურება

მიხეილ სააკაშვილი 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პროცესზე, მიხეილ ყაველაშვილის მეუღლის, თამარ ბაგრატიონის  ამერიკის შეერთევულ შტატებში გამოსვლას გამოეხმაურა.

ჩვენ გვყავდა ნამდვილი წარმომადგენელი, რომელიც 7 ენაზე, როგორც მშობლიურზე ისე საუბრობდა- თქვა სააკაშვილმა სანდრა რულოვსზე. 

მან გაიხსენა რა ისტორიებს უგონებდნენ სანდრას ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით და აინტერესებს ეს "ამბები" რატომ არ ჩადეს საქმეში. 

მე მართლა მრცხვენია ქართველი ხალხის ნაცვლად, რომ ითმენს იმას, რომ ვაშინგტონში ვიხილეთ ზებრის (ცოლის) გამოსვლა.  ბოლოსდაბოლოს გვყავს ნამდვილი წარმომადგენელი, აი ის ქალი რომ იყო სანდრა (რულოვსი) 7 ენაზე, როგორც მშობლიურზე რომ საუბრობდა და ბევრი ლიდერის პირადი მეგობარია დღემდე. სამაგიეროდ როგროც ყველამ კარგად ვიცით, "ქალებს ძუძუებს უსინჯავდა, მერე საშვილოსნოებს აჭრიდა, საპატიმრობეში დადიოდა, პატიმრებს ორგანოებს აცლიდა და პირადად ვაჭრობდა თავის ბაზარში, თავის საკუთარ ჰოლანდიაში . მე არ მესმის რატომ არ არის ეს შეტანილი საბოტაჟის ამბავში. ბოლოს და ბოლოს ქართველი ხალხი ეღირსა ნამდვილ წარმომადგენელს, მაგრამ მე მრცხვენია ქართველი ხალხის ნაცვლად, რომ ჩვენ ამას ვითმენთ.

ხალხო გული არ გერევათ? თუ გულის რევის შეგრძნება გამქრალი გაქვს ზებრის ცოლის გამოსვლაზე?", - ამბობს სააკაშვილი. 

  • ვიდეო სასამართლო პროცესიდან, რომელიც დღეს მოსამართლე თამარ მახარობლიძემ არ გახსნა, ერთ-ერთ ტელეგრამ არხზე გავრცელდა. 

გუშინ, 24 მარტს, თეთრ სახლში გამართულ „უკეთესი მომავლის“ გლობალურ სამიტზე თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მიხეილ ყაველაშვილის მეუღლემ, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით არის დამტკიცებული, სამიტის მონაწილეებს ინგლისურ ენაზე მიმართა, თუმცა წინასწარ მომზადებული ტექსტის კითხვისას დაშვებულმა შეცდომებმა სოციალურ ქსელში უარყოფითი შეფასებები გამოიწვია. ბაგრატიონი გამოსვლაში საქართველოს ისტორიის მიმოხილვას და თამარ მეფის მმართველობაზე საუბარს ცდილობდა, თუმცა მსმენელებმა არაერთი ფაქტობრივი და ფორმულირების შეცდომა დააფიქსირეს.