ეს არ არის "ქართული ოცნება", ეს რუსული ოცნებაა - იუკნევიჩიანე
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე აცხადებს, რომ ელენე ხოშტარიას საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამას ევროპარლამენტის უმრავლესობაც იზიარებს.
მისი თქმით, საქართველოში არსებული ვითარება რუსულ და ბელარუსულ მოდელებს ემსგავსება, სადაც ოპოზიცია შეზღუდულია და ხელისუფლება ავტორიტარულ ნიშნებს ავლენს.
რა თქა უნდა, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ეს არ არის მხოლოდ ჩემი პოზიცია. ევროპარლამენტის წევრთა უმრავლესობამ დააფიქსირა ეს აზრი რამდენიმე კვირის წინ სტრასბურგის პლენალურ სხდომაზე ჩვენ მივიღეთ საგანგებო რეზოლუცია ელენე ხოშტარის და სხვა პოლიტიკური პატიმრების შესახებ საქართველოში. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ეს არ არის "ქართული ოცნება", ეს რუსული ოცნებაა. სიტუაცია სულ უფრო მეტად ჰგავს, მაგალითად, ლუკაშენკოს რეჟიმს, მთავარი მაგალითი კი, მათთვის, რა თქმა უნდა, არის რუსეთი პუტინის რეჟიმი, სადაც ოპოზიციური ლიდერები დაკავებულები არიან, ოპოზიცია კი რეალურად ვერ მოქმედებს, როგორც ბელარუსში, ამიტომ ყველა ეს რეჟიმი ერთმანეთს ძალიან ჰგავს და მოქმედებს ერთნაირად. ეს არის სამწუხარო მდგომარეობა, რომლის გამოც ჩვენ ძალიან ვწუხვართ. ჩემი აზრით, მთავარი სამართლებრივი ინსტრუმენტი საქართველოში აქვს ქართველ ხალხს, განსაკუთრებით მათ, ვინც რეალურად დაუჭირა მხარი "ქართულ ოცნებას", - ამბობს იუკნევიჩიანე.