კრიტიკა ჩავარდნილი სიტყვისთვის - ყაველაშვილის მეუღლის თეთრ სახლში გამოსვლამ საზოგადოება აალაპარაკა

25.03.26 20:26
კრიტიკა ჩავარდნილი სიტყვისთვის - ყაველაშვილის მეუღლის თეთრ სახლში გამოსვლამ  საზოგადოება აალაპარაკა

თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლისას უხერხული მომენტი, 3 წუთის განმავლობაში, დარბაზში არაერთხელ შეიქმნა. თამარ ბაგრატიონს, 45 სხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად გლობალურ სამიტზე მელანია ტრამპმა უმასპინძლა. თეთრ სახლში შეკრებილები ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვების გაძლიერებაზე საუბრობდნენ, მიხეილ ყაველაშვილის  მეუღლემ განცხადების დიდი ნაწილი ძირითადად წარსულზე საუბარს დაუთმო.

თამარ ბაგრატიონს ამ სიტყვით გამოსვლისთვის მოსამზადებელი დრო თითქმის 2 კვირა ჰქონდა და ვაშინგტონშიც სწორედ ამ მისიით ჩავიდა. მასთან ერთად შტატებში მარიამ ლაშხი და ბაია კვიციანი იმყოფებიან. მიმართვის შემდეგ მარიამ ლაშხი ვაშინგტონიდან გავრცელებულ ვიდეოში ამტკიცებს, რომ მიხეილ ყაველაშვილის ცოლის სიტყვით გამოსვლით დარბაზში ყველა მოინუსხა.

რა მოხდა რეალურად და შეიძლებოდა თუ არა უხერხულობის თავიდან არიდება - გავშიფრეთ 3-საათიანი სამიტის ვიდეომასალა, მოვისმინეთ დარბაზში მყოფების სიტყვით გამოსვლები და აღმოჩნდა, რომ თამარ ბაგრატიონს დარბაზში მსხდომთათვის სინქრონული თარგმანის დახმარებით, მშობლიურ ენაზეც შეეძლო მიემართა, ისევე როგორც ეს სხვა არაერთმა დამსწრემ გააკეთა.

მიხეილ ყაველაშვილის მეუღლის სიტყვით გამოსვლამ საზოგადოების კრიტიკაც დაიმსახურა. სოციალურ ქსელში გაბრაზდნენ იმაზე, რომ ბაგრატიონმა წინასწარ მომზადებული ტექსტი ფურცლიდან გამართულად ვერ წაიკითხა, ამით კი საქართველოს რეპუტაცია კიდევ უფრო დააზიანა.

დეტალები ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში