"ივანიშვილი პატრიარქის გადადგომას ილია მეორის სიცოცხლეშივე ითხოვდა" - სკანდალური განცხადებები განსასჯელის სკამიდან
ოპოზიციის ლიდერების დღევანდელი პროცესი, მიხეილ სააკაშვილის ხმაურიანმა განცხადებებმა გადაფარა. სასამართლო სხდომების დახურვა სააკაშვილმა სტალინურ რეპრესიებს შეადარა. მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში არც ჟურნალისტები იყვენენ და არც დამსწრეები სააკაშილმა მისთვის განკუთვნილი სიტყვა ივანიშვილზე საუბარს დაუთმო. მოყვა, როგორ უთვლიდა ივანიშვილი პატრიარქს, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის დახმარებით, რომ გადამდგარიყო, უარის შემდეგ კი ციანიდის სკანდალი "აუგორა" და ეკლესიის რეპუტაციის განადგურება, სუს-ის ფაილებით სცადა.
სასამართლო დარბაზში არც ჟურნალისტები იყვენენ და არც სხვა პირები, თუმცა ჩანაწერი ტრადიციულად ტელეგრამის საშუალებით გავრცელდა, აქ სააკაშილი ივანიშვილს ეკლესიის განადგურებაში ადანაშაულებს და პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერს ხელისუფლებაში სამუდამოდ დარჩენა უნდა.
ოპოზიციის ლიდერების დევნის საქმეზე, განსასჯელის სკამზე ოპოზიციის რვა ლიდერი ზის, თუმცა დღეს სააკაშვილი ერთადერთი იყო ვინც სიტყვით ისარგებლა, თქვა რომ ივანიშვილმა ახალი ბრალი მათ სტალინის ხელწერით წაუყენა და "ოცნების" ლიდერი საბჭოთა დიქტატორის ხელწერით მოქმედებს.
რამდენჯერაც ივანიშვილს ახსენებდა, იმდენჯერ მოსამართლე თამარ მახარობლიძე სააკაშვილს სიტყვას აწყვეტინებდა, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს მოსამართლემ და სააკაშვილმა იჩხუბეს.