"ელენე ხოშტარიას განაჩენი არაპროპორციული და გაუმართლებელია" - საქართველოში ნორვეგიის ელჩი

25.03.26 19:55
"ელენე ხოშტარიას განაჩენი არაპროპორციული და გაუმართლებელია" - საქართველოში ნორვეგიის ელჩი

საქართველოში ნორვეგიის ელჩი, ბერლიო ჰოვლანდი სოციალურ ქსელში კოალიცია "ცვლილოებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიასთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება

ელჩი წერს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი არაპროპორციული და გაუმართლებელია.

ელენე ხოშტარიას განაჩენი არაპროპორციული და გაუმართლებელია. სასამართლოს გადაწყვეტილება აძლიერებს საქართველოში ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრების შემაშფოთებელ ტენდენციას და ძირს უთხრის გამოხატვის თავისუფლებას და საზოგადოების ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ," - წერს ბერლიო ჰოვლანდი

ცნობისთვის, მოსამართლე გიორგი არევაძემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კახა კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზე 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, შესაბამისად, ხოშტარიას საპატიმრო დაახლოებით ერთ წელში ამოეწურება.

ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. საქმე ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით გაკეთებულ წარწერას: "რუსული ოცნება". ბრალდების მხარის დათვლით ამ წარწერამ ბანერზე 570 ლარის ზიანი გამოიწვია. 

მსგავსი სიახლეები