ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ პატრიარქის პანაშვიდზე ყოფილი პრეზიდენტები განგებ არ მიიწვიეს

25.03.26 23:53
ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ პატრიარქის პანაშვიდზე ყოფილი პრეზიდენტები განგებ არ მიიწვიეს

ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს პანაშვიდზე ყოფილი პრეზიდენტები განგებ არ მიიწვიეს.

ამის შესახებ კობახიძემ სანქცირებული ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რომელმაც თქვა, რომ "მათ შორის კრიტიკა იყო იმ ნაწილზე, რომ თითქოს ხელისუფლებამ შეგნებულად არ მიიწვია ყოფილი პრეზიდენტები, ცალკეული ოპოზიციონერები" სამების ტაძარში, პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიაზე

იქ დამსწრე ადამიანები იყვნენ ხელისუფლების ოფიციალური პირები, უმეტესად სასულიერო, სტუმრები, მათ შორის, უცხოეთიდან ჩამოსულები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საზოგადოების წარმომადგენლები, იყო ხელისუფლება, როგორც პოზიცია, ისე ოპოზიცია, მათ შორის, მთელი ფრაქციით იყო მიწვეული ბოლოს შემოერთებული გახარიას პარტია. არავითარი პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა საზოგადოების წარმომადგენლების სეგრეგაცია. [...] რაც შეეხება საგანგებოდ კონკრეტული პირების მოწვევას, საუბარია არსებითად ოპოზიციის წარმომადგენლებზე, რომლებსაც დღეს არ აქვს არავითარი ოფიციალური სტატუსი ფორმალური თვალსაზრისითაც მაინც და მაინც მყარი კრიტერიუმები არ არსებობდა ამ ადამიანების მოსაწვევადაც და მეორე, მე ვფიქრობ, რომ მორალური თვალსაზრისით, ამ ადამიანებს არ ჰქონდათ მაინც და მაინც მყარი უფლება, რომ ყოფილიყვნენ სამების ტაძარში" - თქვა ირაკლი კობახიძემ. [შიფრი: "ტაბულა"]