ხოშტარიას ციხეში გაშვებაზე კალაძე პასუხისმგებლობას იხსნის - რა თქვა მერმა და როგორია დაკავებული პოლიტიკოსის ოჯახის პასუხი
კახი კალაძე ელენე ხოშტარიას ციხეში გაშვებაზე არც მორალურ და არც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ იღებს. მერი, რომლის ბანერზე, ფლომასტერით გაკეთებული მინაწერის გამო ხოშტარიას 1,6 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ბრალდებებს ქალი პოლიტიკოსს იქით უყენებს.
აღსანიშნავია, ისიც, რომ კალაძის შტაბის წარმომადგენლები, ვინც ხალხი სცემა პატიმრობაში არავის გაუშვია. ე.წ. ტიტუშკები გირაოთი გაათავისუფლეს.
მერი ფიქრობს რომ ელენე ხოშტარიასთვის ფლომასტერით მინაწერის გამო წელიწად ნახევარი ციხე ადეკვატური სასჯელია.
კალაძის ფოტოზე ფლომასტრით მიწერილი რუსული ოცნება 570 ლარიანი ზიანია - ასე შეაფასა ექსპერტიზამ. ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დღეს თქვა, რომ ამის გამო ადამიანის ციხეში გაშვება, ეს არის არაპროპორციული სასჯელი. ქართულმა ოცნებამ მისივე ქმედებებით ბრიუსელს დაუტოვა განცდა, რომ ხოშტარია პოლიტკური დევნის მსხვერპლია.