"ოცნება" ზუსტად ისე დაიბრუნებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორც დავით გარეჯზე შეძლეს კონტროლის დამყარება - ხარშილაძე

26.03.26 17:59
"ოცნება" ზუსტად ისე დაიბრუნებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორც დავით გარეჯზე შეძლეს კონტროლის დამყარება - ხარშილაძე

"სტრარტეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე ამბობს, რომ "ოცნების" მხრიდან ოპტიმისტური საუბრები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მცდელობაზე მხოლოდ "ბლეფია". 

დღეს "ოცნების" დეპუტატებმა მარია ზახაროვას განცხადების საპასუხოდ თქვეს, რომ თუ ქართული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, კრემლთან პოლიტიკურ ურთიერთობას წინ აღარაფერი აღუდგება .

ხარშილაძის თქმით, "ოცნება" ზუსტად ისე დაიბრუნებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორც დავით გარეჯზე შეძლეს კონტროლის დამყარება.

ეს არის სრული ბლეფი იმისათვის, რომ მომენტალური ყურადღება გადაიტანონ რაღაციდან და გადააგორონ კიდევ რამდენიმე თვე, რომ ამ რამდენიმე თვეში კიდევ ახალი მავნებლობები გააკეთონ და შემდეგ რამე ახალი მოიგონონ. ეს პოლიტიკა "ქართულ ოცნებას" არაერთხელ გაუტარებია. ზუსტად ისე დაიბრუნებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორც დავით გარეჯზე შეძლეს კონტროლის დამყარება. "ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისკენ, რომ რუსეთს თავი მოაწონოს. ეს იქნება კანონები, განცხადებებით, ძალიან ჰგავს გზავნილების შინაარსი რუსეთის დუმის სხვადასხვა მაღალჩინოსნების გზავნილებზე შინაარსს", - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.