ჯუანშერ ბურჭულაძე საპროცესო შეთანხმებას ითხოვს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი საპროცესო გარიგებას ითხოვს. ჯუანშერ ბურჭულაძე მზად არის, ჯარის ძარცვის საქმეზე ბრალი აღიაროს და 7 მილიონის მიიტანო თუ გამოუშვებენ. განცხადება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით უკვე პროკურატურაში დევს. ადვოკატები ითხოვენ, ექს მაღალჩინოსანს პირობითი მსჯავრი დაედოს და პპრობაციონერთა რიგებში ჩაეწეროს. ირკვევა, რომ ამ ეტაპზე დაცვის მხარე რეალურ სასჯელზე არც კი ფიქრობს და ახლა ცდილობენ, პოზიცია პროკურატურასთან შეათანხმონ.
ჯუანშერ ბურჭულაძეს გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავებიან. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 9 დან 12 წლამდე ემუქრება.
ადვოკატები მიანიშნებენ, რომ ოცნების ყოფილ მინისტრს სამართლიანი სასამართლოს იმედი არ აქვს და მოსალოდნელი სასჯელის გამო ოპტიმალური გამოსავალი მოიფიქრა.