მოსკოვის შეთავაზება “ოცნებას“ - რა თქვეს კრემლში და რას ამბობენ ივანიშვილის გუნდში

26.03.26 21:16
მოსკოვის შეთავაზება “ოცნებას“ - რა თქვეს  კრემლში და რას ამბობენ ივანიშვილის გუნდში

კიდევ ერთი შეთავაზება მოსკოვიდან - რუსეთი ივანიშვილის გუნდს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს  და თან ახსენებს,  რომ საქართველოს კეთილდღეობის საფუძველი არა ევროპასთან, არამედ ოკუპანტ ქვეყანასთან კარგი ურთიერთობებია.

ქართული მხარე რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებით არის დაინტერესებული - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ გააკეთა. ნიკოლოზ მჟავანაძის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს, მარია ზახაროვა წინასწარ დაწერილ ტექსტს კითხულობდა.

ეს ბოლო ერთ კვირაში უკვე მეორე განცხადებაა კრემლიდან. “ოცნება“ ურთიერთობებისთვის მზად არის, ოღონდ ამბობენ, რომ მოლაპარაკებების საგანი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს.

ლევან მახაშვილი ამბობს, რომ თუ რუსეთი დაინტერესებულია, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უკან წაიღოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. აღიარება, მაშინ კონსტრუქციული თანამშრომლობა შესაძლებელია - "თუ ოკუპაციის გაგრძელებას აპირებს, ურთიერთობაში პროგრესი ვერ იქნება".

მარია ზახაროვას დღეს მხოლოდ რიგითმა დეპუტატებმა უპასუხეს. მის განცხადებას არ გამოხმაურებია არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და არც საქართველოს მთავრობა.

დეტალები ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.