გამოვიდა ეს ნიჭიერი ხუჭუჭა და ხოშტარიას მკვლელობა სურდა ოპოზიციასო - გია ხუხაშვილი კობახიძეზე
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, ხელისუფლებამ ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლა ბოლივუდის სტილში დაიწყო. ხოლო როცა პროვოკაციაზე ოპონენტები ვერ წამოაგო, ხუხაშვილის განმარტებით, ,,ოცნების" თავმჯდომარე ელენე ხოშტარიას მოწამვლის მცდელობაზე ალაპარაკდა.
გია ხუხაშვილმა დღეს ,,ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ ხელისუფლებას სურდა, უცხოეთის თვალში ოპოზიციის დისკრედიტაცია მოეხდინა, თუმცა, არ გამოუვიდა.
წარმოუდგენელი რაღაც დადგა გუშინ ხელისუფლებამ, ჰოლივუდს ვერ ქაჩავენ და ბოლივუდის სტილში დადგეს, ეს ფეიკ ვერტმფრენი.. ეს ხომ ნიჭიერი ხალხია, სპეცოპერაცია დაგეგმეს... რაც გუშინ მოხდა, ეს პირადაპირ პარანოიაა. პირდაპირ გეტყვით, ავადმყოფის მოფიქრებული. არ გამოუვიდათ.
მათი გეგმა იყო, ოპოზიცია სადღაც შევარდნოდათ, რომ მერე ეცემათ. მერე უცხოეთს ეტყოდნენ, რადიკალურები არიანო. ეს რომ არ გამოუვიდათ, დღეს გამოდის ეს ნიჭიერი ხუჭუჭა და გვეუბნება, რომ ხოშტარიას მოკვლა უნდა ოპოზიციასო. როცა ხელისუფალი იძახის, ოპოზიციის ლიდერის მკვლელობა სურდათო და ამაზე პროკურატურა არ რეაგირებს, ეს ნიშნავს , რომ ეს არის ფარული მუქარა ხელისუფლების - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ არეულობის დაწყების მიზნით ოპოზიცია მოშიმშილე ელენე ხოშტარიას მოწამვლას გეგმავდა.