პაპუაშვილი პაატა მანჯგალაძეზე ომბუდსმენის განცხადებით “იმედგაცრუებულია“

27.03.26 13:15
პაპუაშვილი პაატა მანჯგალაძეზე ომბუდსმენის განცხადებით “იმედგაცრუებულია“

შალვა პაპუაშვილი პაატა მანჯგალაძეზე ლევან იოსელიანის განცხადებებით იმედგაცრუებულია.

როგორც ის ამბობს, 4 ოქტომბერს ქვეყანა 90 -იან წლებში დაბრუნებას გადარჩა  და “იოსელიანი ისეთ ასაკშია, რომ კარგად უნდა ახსოვდეს თუ რა ხდებოდა ქვეყანაში 90-იან წლებში.“

პაპუაშვილი იმ ადამიანებსაც აკრიტიკებს, ვინც 4 ოქტომბერს ქუჩაში გავიდა და აცხადებს, რომ “ისინი ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე ნეპალის მოსაწყობად იყვნენ მისულები.“

ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება, პაატა მანჯგალაძე, ისევე როგორც სხვა ორგანიზატორები, თავისუფლების მოედანზე, სცენაზე იდგა და განაცხადეს, რომ გადაიბარეს ხელისუფლება და პირადად ჩემი დაპატიმრება დაავალა პოლიციელებს თუ სხვა ძალოვან უწყებებს. ჩვენ გადავრჩით 90-იან წლებში დაბრუნებას, ბატონ სახალხო დამცველსაც, დარწმუნებული ვარ, თავისი ასაკიდან გამომდინარე ახსოვს რაც იყო იმ დროს. ასე რომ აქ რაიმე აფთიაქური საზომით იმის ნახვა, რომ ვიღაც სცენის კუთხეში იდგა თუ ცენტრში იდგა, იქ ხო იდგა. აბა ერთი, წარმატებული ყოფილიყო ეს ყველაფერი, პაატა მანჯგალაძე იჯდებოდა თუ არა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, ან რომელიმე სხვა სავარძელში, ძალიან კომფორტულად და გემირელად. შეირგებდა თუ არა თანმდებობეს და ექნებოდა გადანაწილება.

გასაგებია, რომ მე არ მომვარდა პირდაპირ და არ მახრჩობდა, მაგრამ მოუწოდებდა, რომ დავეპატიმრებინე. ბრალი წაყენებული აქვს, რა წონის არის მისი პასუხისმგბელობა  და რაში მიუძრვის ბრალი, ამას ყველაფერს სასამართლო დაადგენს. პაატა მანჯგალაძემ და სხვებმა მოიყვანეს 7 ათასი კაცი ნეპალის მოსაწყობად, ჯერ იმ 7 ათასს რა ვუთხარი, იქ რომ მივიდნენ, რომ საქართველოში სისხლი დაეღვარათ. ჩვენ გვყავს 7 ათასი ადამიანი, ექიმი, ვექილი, სტუდენტი, პროფესორი, ვინც იქ მივიდა, რომ სისხლი დაეღვარათ. ეს გააკეთეს ამ ხალხმა, - განაცხადა პაპუაშვილმა.

  • სახალხო დამცველი პაატა მანჯგალაძის გათავისუფლებას ითხოვს.
  • ბრალი, რომელიც პაატა მანჯგალაძეს აქვს წარდგენილი, მტკიცებულებებს არ ემყარება,- აცხადებს ლევან იოსელიანი, რომელმაც აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს „მეგობრის მოსაზრება“ უკვე წარუდგინა.
  • მისი თქმით, არსებული მასალებით არ იკვეთება არც ბრალდებულის როგორც ორგანიზატორის როლი და არც თანამონაწილეობა, რის გამოც სასამართლოს მოუწოდა, გადაწყვეტილების მიღებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ამ გარემოებებს.