სახალხო დამცველის დასკვნამ სპეკულაციებს საბოლოოდ წერტილი დაუსვა - გიორგი ვაშაძე
სახალხო დამცველის დასკვნამ ამ სპეკულაციებს საბოლოოდ წერტილი დაუსვა, პაატა მანჯგალაძე არის სრულიად უკანონო პატიმარი, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ იოტისოდენა სამართლიანობაზე ვსაუბრობთ ქვეყანაში, მანჯგალაძის გათავისუფლება აუცილებელია.
სახალხო დამცველის დასკვნამ ამ სპეკულაციებს საბოლოოდ წერტილი დაუსვა, პაატა მანჯგალაძე არის სრულიად უკანონო პატიმარი, მისი გათავისუფლება აუცილებელია, თუ იოტისოდენა სამართლიანობაზე ვსაუბრობთ ქვეყანაში. ჩვენ გვესმის რა სისტემას ვებრძვით, გვესმის, რომ ამ ადამიანების ამოცანაა დასაჯოს ყველა, ვისაც სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, სამართლიანობა აღდგეს ქვეყანაში, ვინც არის საკუთარი ქვეყნის პატრიოტი, პაატა მანჯგალაძე ნამდვილად ასეთი ადამიანია. მიუხედავად დიდი განსაცდელისა, რის წინაშეც დგას ის და ჩვენ, მისი თანაგუნდელები და ოაჯხის წევრები, პაატა არის მხნედ, აგრძელებს ბრძოლას და აუცილებლად შეიტანს წვლილს საქართველოს განვითარების პროცესში, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
- სახალხო დამცველი პაატა მანჯგალაძის გათავისუფლებას ითხოვს.
- ბრალი, რომელიც პაატა მანჯგალაძეს აქვს წარდგენილი, მტკიცებულებებს არ ემყარება,- აცხადებს ლევან იოსელიანი, რომელმაც აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს „მეგობრის მოსაზრება“ უკვე წარუდგინა.
- მისი თქმით, არსებული მასალებით არ იკვეთება არც ბრალდებულის როგორც ორგანიზატორის როლი და არც თანამონაწილეობა, რის გამოც სასამართლოს მოუწოდა, გადაწყვეტილების მიღებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ამ გარემოებებს.