მეორე სისხლის სამართლის საქმე 3 თვეში - ბაჩო ახალია ისევ ბრალდებულია
თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას ახალი ბრალი წაუყენეს — საქმე ეხება მის განცხადებებს, რომლებიც მან რამდენიმე კვირის წინ სასამართლო პროცესზე გააკეთა.
ბაჩო ახალაიამ აღნიშნული განცხადება ღია სასამართლო სხდომაზე, 16 თებერვალს, მოსამართლისა და პროკურორების თანდასწრებით გააკეთა. თუმცა მაშინ მის სიტყვებში დანაშაულის ნიშნები ვერც სასამართლომ და ვერც ბრალდების მხარემ ვერ დაინახა.
გამოძიების ინტერესი თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებების მიმართ მხოლოდ მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც დახურული სხდომიდან ახალაიას ჩანაწერი გავრცელდა.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ ყოფილი მინისტრისთვის ბიძინა ივანიშვილზე ნათქვამი ერთი ფრაზა „არ აპატიეს“ და სწორედ ამის საფუძველზე წაუყენეს ახალი ბრალი. ბაჩო ახალაიას ადვოკატის შეფასებით, ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და პროკურატურამ ფაქტობრივად უკან დაიხია საკუთარი პოზიციიდან.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალაიასთვის ახალი ბრალის წარდგენა იგეგმებოდა, დღეს დილით გახდა ცნობილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა ადვოკატი ციხესთან დაიბარეს, თუმცა მოგვიანებით ბრალის წარდგენის პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცეს.
დაცვის მხარის განცხადებით, აღნიშნული ქმედებით ბრალდებულს სამართლიანი სასამართლოს უფლება შეეზღუდა.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.