ნატოს მძიმე შეფასება - რა პასუხი აქვთ "ქართულ ოცნებაში"
შალვა პაპუაშვილი ამჯერად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის "პრობლემებზე" საუბრობს. მისი განცხადებებით ირკვევა, რომ „ქართული ოცნება“ ნატო-საქართველოს პოლიტიკური თანამშრომლობის შეფერხებაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს და აქცენტს ალიანსისკენ გადააქვს.
ივანიშვილის გუნდი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა ნატო წარმოეჩინა, როგორც ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას სათანადოდ არ აფასებს. თუმცა ნატოს გენერალური მდივნის ანგარიშში საპირისპირო სურათია — ალიანსი ხაზგასმით აღნიშნავს საქართველოს სამხედროების მნიშვნელოვან წვლილს და თანამშრომლობის გაგრძელებაზე საუბრობს, პრობლემად კი პოლიტიკურ ნაწილს ასახელებს. ანუ იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ იღებს. მიუხედავად ამისა, თენგიზ შარმანაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველო ყველა საერთაშორისო ვალდებულებას სრულად ასრულებს. ეს განცხადებები დღეს პარლამენტში გაკეთდა.
ირაკლი კობახიძის მთავრობა კი უკვე მეორე დღეა არ აკეთებს კომენტარს ნატოს გენერალური მდივნის ანგარიშზე, რომლის მიხედვითაც საქართველო ფაქტობრივად ალიანსის აქტიური დღის წესრიგიდან ჩამოშორებულია.
რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის და რა რისკებს შეიცავს არსებული ვითარება — დეტალებზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი საუბრობს.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.