ბრიტანეთი ხელს არ გვიშვებს და არ აკეთებს იმას, რაც უნდა რუსეთს საქართველოში - ზაზა ბიბილაშვილი

28.03.26 11:12
ბრიტანეთი ხელს არ გვიშვებს და არ აკეთებს იმას, რაც უნდა რუსეთს საქართველოში - ზაზა ბიბილაშვილი

 

 

ბრიტანეთი ხელს არ გვიშვებს და არ აკეთებს იმას, რაც უნდა რუსეთს საქართველოში  - ასე ეხმაურება ილია ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშს. 

მისი თქმით, ამ ანგარიშში ძალიან სწორად დაისვა "დიაგნოზი, რომ ის, რაც საქართველოში ხდება რეალურად არის ჰიბრიდული ომის ფრონტის ხაზი რუსეთსა და საქართველოს შორის, რუსეთსა და დასავლეთს შორის".

ქართველი ხალხისთვის ეს ძალიან იმედის მომცემი, ვინაიდან ნათელყოფს, რომ ჩვენი მეგობრები, ამ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი ხელს არ გვიშვებს - არ გვივიწყებს, ანუ არ აკეთებს იმას, რაც უნდა რუსეთს და მისი ინტერესების გამტარებლებს საქართველოში. ძალიან სწორად დაისვა უკვე მერამდენედ დიაგნოზი, რომ ის, რაც საქართველოში ხდება რეალურად არის ჰიბრიდული ომის ფრონტის ხაზი რუსეთსა და საქართველოს შორის, რუსეთსა და დასავლეთს შორის.  რუსეთი ცდილობს საქართველო რკინის ფარდის თავის მხარეს დაიტოვოს, მაგრამ დასავლეთი არის ქართველი ხალხის მხარეს", - ამბობს ზაზა ბიბილაშვილი. 

  • დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშში- სახელწოდებით: "დეზინფორმაციის დიპლომატია: როგორ ცდილობენ მავნე აქტორები დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას" - საქართველოც მოხვდა.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ქვეყნის მთავრობისგან საქართველოს ოფიციალური პირების სანქცირების გაგრძელებას ითხოვს.

ვრცელ ანგარიშში ბრიტანელი კანონმდებლები „ქართული ოცნების“ რეპრესიულ პოლიტიკას მიმოიხილავენ და საქართველოს დეზინფორმაციული ომის ერთ-ერთ ეპიცენტრად ასახელებენ, რომელიც, მათი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით რუსული მოდელით იმართება.

დოკუმენტი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მოამზადა.